sábado, 24 de octubre de 2015

Photos: DIANA KRALL - Tbilisi Jazz Festival 2015














Tbilisi Jazz Festival 2015 - DIANA KRALL


 Tbilisi Jazz Festival 



თბილისში ჯაზ-ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის პირველ დღეს მსმენელის წინაშე დაიანა კროლი წარდგა. ჯაზ-პიანისტმა და ვოკალისტმა საქართველოში კონცერტი პირველად გამართა. საღამოზე როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე…
1TV.GE





Fuente: 1tv.ge




Article: Concert DIANA KRALL - Tibilisi Jazz Festival 2015


ყველა დეტალი დაიანა კროლის თბილისურ ვიზიტზე…

პოპულარული



23 ოქტომბერს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის 2500-კაციანი დარბაზი ერთმა ადამიანმა მთლიანად მოიცვა. ვარსკვლავები ტყუილად არ ხდებიან და ამას არც მხოლოდ ვოკალური მონაცემები და არც დიდი ტალანტი არ განაპირობებს. კანადელი მუსიკოსის, ბრწყინვალე ჯაზპიანისტის, დაიანა კროლის შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ყველა საჭირო თვისების სრულმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და ამას მისი თბილისური კონცერტის ყოველ წამს იგრძნობდით.

თბილისის ჯაზფესტივალს ერგო პატივი, რომ წლევანდელი სეზონი სწორედ დაიანა კროლს გაეხსნა მუსიკოსების შესანიშნავ გუნდთან ერთად. ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოს დედაქალაქს პირველად ესტუმრა ახალი ალბომის, „Wallflower“-ის პრეზენტაციით.

ნეტ კინგ კოულის, ტომ ვეიტსის, ბობ დილანის და სხვა ცნობილი მუსიკოსების კომპოზიციები დაიანა კროლის თითებს შორის სულ სხვა სიცოცხლეს პოულობს და ეს ასეა იმ დროიდან მოყოლებული, როცა ის სცენაზე პირველად გამოჩნდა…

რასაკვირველია, არავისთვის იყო სიურპრიზი, რა დონის მუსიკოსების შემადგენლობით ეწვია თბილისს კანადელი ვარსკვლავი და ინსტრუმენტალისტებით მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა, თუმცა როცა ისინი სცენიდან გავიდნენ და დაგვტოვეს მარტო ჩვენ, დაიანა და როიალი, ისეთი შეგრძნება დაგეუფლებოდათ, თითქოს სალონურ გარემოში, მუსიკოსთან იყავით სტუმრად სახლში, სადაც ინსტრუმენტთან მჯდარი რამდენიმე კომპოზიციას თქვენთვის უკრავდა.

აღსანიშნავია, რომ თითოეული ბგერის კარგად მოსმენის საშუალება მოგვეცა, რადგან დარბაზში ხმა იდეალურად იყო დაბალანსებული…

დაიანა კროლი ქართულ მასპინძლობით ძალიან კმაყოფილი დარჩა და ამას სცენიდან არაერთხელ გაუსვა ხაზი. ბისზე გამოსულმა სამი კომპოზიცია შეასრულა და კონცერტი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. დაგვემშვიდობა იმ სურვილით, რომ კიდევ შეგვხვდება და დარბაზში ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნებოდა, რომელიც მის ამ სურვილს აპლოდისმენტებით არ შეეგება.

კახა კანდელაკი, კულტურის მინისტრის მოადგილე:

არტისტის კმაყოფილებას პირველ რიგში, გამოხატავს, როცა უფრო მეტხანს არის სცენაზე, ვიდრე კონტრაქტით არის გათვალისწინებული. დაიანა კროლის მენეჯერმა უდიდეს სააგენტოში აქედანვე დარეკა და აღნიშნა, რომ ორგანიზება იყო უმაღლესი კლასის. კულისებში „რადიოსინი“ ემსახურებოდა, ყველაფერი კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. ასეთი დონის მუსიკოსების ერთ სიტყვასაც კი, ქვეყნის შესახებ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უფრო დიდი, ვიდრე 20 პოლიტიკოსის თქმულს…

დაიანა კროლს თუ ჰქონდა ქალაქის დათვალიერების შესაძლებლობა?

წინა დღეს ჩამოფრინდნენ. ძალიან უშუალო სიტუაციაში, „შავ ლომში“ წავიყვანეთ, შინაურულ და სახლურ გარემოში. მოეწონათ ამგვარი სიტუაცია, გვეგონა, რომ გაწკრიალებულ რესტორანში წაგვიყვანდითო, აღნიშნეს. იგრძნეს, რომ ორგანიზატორებს ძალიან უყვართ მუსიკა და მოისმინეს ბევრი ამბავი მუსიკოსებზე, რომლებიც თბილისს სტუმრობდნენ. გასინჯეს ქართული კერძები და თქვეს, რომ მსგავსი არასდროს არაფერი გაუსინჯავთ. კონტრაქტით სხვა მენიუ იყო შეკვეთილი, რადგან არ ვიცოდით, როგორი სამზარეულო იყოო, მაგრამ ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.

გიტარისტი ენტონი ვილსონი ღვინის სარდაფს სტუმრობდა, სადაც გაუმასპინძლდნენ და იქვე კერძებიც მოუმზადეს. დააგემოვნა ღვინოები, ღვინის სპეციალისტია და შოკირებული დაბრუნდა, რამდენიმე ბოთლი თან წაიღო.

მუსიკოსები კონცერტის შემდეგ მსმენელით აღფრთოვანებასაც გამოხატავდნენ. დაიანა კროლის სტუმრობამ თბილისის ჯაზფესტივალი სულ სხვა ეტაპზე გადაიყვანა. ყველა დიდი მუსიკოსისთვის გახსნის კარს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობდა, ღირდა თუ არა თბილისში ჩამოსვლა.

დაიანა კროლმა თავად დააანონსა სცენიდან შემდეგი, ესპერანზა სპალდინგის კონცერტი და აღნიშნა, რომ წინ დიდი სიამოვნება გველოდება. ესპერანზა კი უკვე თბილისშია…

ხვალ, 25 ოქტომბერს, რადიკალურად განსხვავებული საგიჟეთი გველოდება. ამერიკელი კრიტიკოსები სპალდინგის ახალ ალბომს აფასებენ, როგორც უდიდეს სიახლეს მუსიკაში. ის გუშინ ჩამოფრინდა, პირდაპირი ჯიმი კიმელის შოუს ჩაწერიდან, ძალიან კარგ ხასიათზეა, ისვენებს და მთელ საღამოს ფილარმონიაში, რეპეტიციაზე გაატარებს. ევროპის ტურნეს სწორედ თბილისიდან იწყებს და ეს, პირველ რიგში, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რადგან ჩვენ ევროპად გვაღიარებენ…

p.s. მასალაში გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის Lig Studio-ს.



ნინო მურღულია

ახალი ამბები / კულტურა / |

24 ოქტომბერი, 2015 |

Fuente: fortuna.ge


Vids: DIANA KRALL - Tbilisi Jazz Festival - 23 October 2015